ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტის წინაშე გადაიდო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზეზებზე არ საუბრობს

18 აპრილს სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი,სადაც სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უცნობია დაგეგმილი ვიზიტის გადადების მიზეზი. ადმინისტაცია ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერს აკონკრეტებს.

ვიზიტის გადადება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ შეიწყალა და, შესაბამისად, სტრასბურგში მის გამოსვლას აზრი აღარ აქვს, რადგან სათქმელი არაფერი ექნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბიშვილმა 10 მსჯავდებული შეიწყალა, თუმცა მათ ვინაობას პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ასაჯაროვებს. შესადამისად, ჯერჯერობით უცნობია, მოხვდა თუ არა შეწყალებულებს შორის ნიკა გვარამია, თუმცა სავარადუდოა, რომ მისი შეწყალების შემთხვევაში პრეზიდენტი განცხადებას თავად გააკეთებდა.

იტვირთბა....