ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სექსუალური შევიწროების საქმე – რა ჩვენება მისცა ანანია გაჩეჩილაძემ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანანია გაჩეჩილაძე გამოკითხეს.

ანანიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და გამოძიების დაწყება არ გამორიცხა:

“გამომძიებელი ქალი იყო საკმარისად ემპათიური და ასე ვთქვათ ორიენტირებული ჩემი ინტერესების დაცვისკენ და გამომდინარე იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება. შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება, თუ დადგინდება სისხლის სამართლის ნიშნები ამ ჩვენ ურთიერთობის ფარგლებში” – განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ანანია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, საქმე ეხება სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას. “ქართული ოცნების” პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის მამხილებელი აუდიო ჩანაწერები გაჩეჩილაძემ 2 კვირის წინ გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება – სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.

ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი 47 წლის.

იტვირთბა....