გუშინ საპარლამენტო ოპოზიციამ დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსა და პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევისაკენ მოუწოდა.
თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას კომისიის შექმნისთვის ხმები არ ჰყოფნიდა, რადგან 2 დეპუტატი, „ნმ-ის თავმჯდომარ, ლევან ხაბეიშვილი და მისი თანაპარტიელი, ანა წითლიძე პოლონეთში გაემგზავრა.
ოპოზიციას შორის ეს საკითხი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
„ყველა დეპუტატი, რომელმაც ხელი მოაწერა მიმართვას პრეზიდენტის სახელზე, რომ საგანგებო სხდომა მოეწვია და იცის, რომ ეს სხდომა უნდა გაიმართოს 48 საათის განმავლობაში, გაურკვეველია, თუ არ აპირებს სხდომაზე დასწრებას, რატომ აწერს მაშინ ხელს საგანგებო სხდომის გამართვას? ამიტომ ბრალეულობის დადგენაზე აქ არი არის, საუბარია იმაზე, რომ არის უპასუხისმგებლო საქციელი, როდესაც შენ შენ ხელს აწერ მოთხოვანს საგანგებო სხდომის მოწვევაზე, როცა თურმე იცი, რომ აქ არ იქნები. ყველა პოლიტიკური ჯგუფი ან ფრაქცია არის პასუხისმგებელი კოორდინაციაზე“ , -განაცხადა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

