სოფელში, თხილვანაში მიწაზე ბზარები შეინიშნება, ალაგ-ალაგ ჩამოშლილია ფერდობები.
ზედა თხილვანაში ხულოს მერის წარმომადგენლის, მამუკა ქამაშიძის თქმით, მერიამ 3 ოჯახი გაიყვანა მეწყერსაშიშ ზონიდან ქირით. ეს ის ოჯახებია, რომლებიც, მისივე თქმით, პირველ რიგში იყვნენ საფრთხის წინაშე.
მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სოფელში არსებული სიტუაციის შესასწავლად უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები.


მეწყერი სოფელ ზედა თხილვანაში. ფოტო:„ბათუმელები“/როინ გუნდაძე

მეწყერი სოფელ ზედა თხილვანაში. ფოტო:„ბათუმელები“/როინ გუნდაძე

მეწყერი სოფელ ზედა თხილვანაში. ფოტო:„ბათუმელები“/როინ გუნდაძე
ამჟამად მეწყრული პროცესები მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის ათობით სოფელში. გვიან მოსული თოვლისა და წვიმის შედეგად აჭარაში ახალი მეწყრული კერები გაჩნდა.
წყარო: ბათუმელები

