სტამბოლში ორი შეიარაღებული ქალი პოლიციის შენობას თავს დაესხა. მათ შენობაში ჯერ ხელყუმბარები შეაგდეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს.
Euronews ცნობით, ორვე თავდამსხმელი ქალი მოკლულია. თავდამსხმელთა ვინაობა და ტერაქტის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უსაფრთხოების მიზნით, ახლოს მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.