ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სასამართლო კლანმა ერთ-ერთი მოსამართლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა” – რა სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ სკანდალური ამბავი გაახმაურა.

მისი თქმით, სასამართლო კლანმა ერთ-ერთ მოსამართლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში ამ ამბის ნამდვილობა იურისტმა კახა კოჟორიძემ დაადასტურა.

„ეს არის საზოგადოებისათვის ძალიან კარგად ცნობილი და გახმაურებული საქმე, რომელსაც ეს მოსამართლე იხილავდა და ამ საქმეზე, როგორც ის ამბობს, იმდენად სტრესულ გარემოში უწევდა მას ამ საქმის განხილვა, იმდენად ცდილობდნენ არასათანადო გავლენის მოხდენას მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ის ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. საუბრობდა თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით მყოფ გავლენიან ადამიანებზე. ასახელებდა სახელებს და გვარებს. დღეს არის ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე საუბარი, როგორიც არის, მაგალითად „რუსთავი 2“-ის საქმე , როგორიც არის, თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე. სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს იმაზე, რომ ეს სანქციები ეფუძნება მტკიცებულებას, ერთ-ერთი მტკიცებულება შესაძლებელია ამ ყოფილი მოსამართლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყოს მათ შორის“ , – განაცხადა კოჟორიძემ.

იტვირთბა....