ჯანდაცვა

წიწიბურას დიეტა: 5-10 კგ 1 კვირაში

ერთ კვირაში 5-დან 10 კილოგრამამადე დაკლება შესაძლებელია!

საღამოს მოხარშეთ 1 ან 2 ჭიქა წიწიბურა 3-5 ჭიქა წყალში, უმარილოდ და უშაქროდ.  აუცილებელია ამ დიეტის დაცვისას გაღვიძებისთანავე უზმოზე დალიოთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით 3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურას პირველი წილი, კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეულის წვენი (გოგრის, სტაფილოს, ტომატის). სადილზე  მიირთვით მეორე წილი, ვახშამზე კი- მესამე წილი. შუალედებში აუცილებელია სითხის მიღება , მთლიანად, სითხის ჯამი დღეში ორ ლიტრს უნდა გადასცდეს. მნიშვნელოვანია, რომ სითხე უგაზო, უშაქრო და  უმარილო იყოს.

დიეტის ხანგრძლივობა  ერთი ვკირაა. ამ პერიოდში დაიკლებთ 5-დან 10 კილოგრამამდე. დიეტის გამეორება შეიძლება მხოლოდ ორი თვის შემდეგ. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად, შეზღუდეთ საკვებში ცომეული, ტკბილეული, ცხმინიანი და შემწვარი საკვები, განაგრძეთ წყლის სმა დღეში ორ ლიტრამდე, 15 წუთი ფიზიკურ აქტივობას დაუთმეთ.

იტვირთბა....