ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაკავებულები არიან: „ძაკუნა“ , „ჩაქუჩიჩი“, „მაჩვიჩი“ , „ტაისონა“ – რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი კრიმინალები ერთმანეთს (ვიდეო)

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომელთან ბრალად ქურდული სამყაროს მხარდაჭერა ედებათ.

“1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ. (მეტ­სა­ხე­ლად “ზა­კუ­ნა“) და­კა­ვე­ბუ­ლია “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ბ. (მეტ­სა­ხე­ლად “ჩა­ქუ­ჩი­ჩი“) და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.გ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს” საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის და­ა­კა­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბა 1979 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ დ.თ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად “ტა­ი­სო­ნა“), მას “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის ფაქ­ტზე ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 6-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით და­ად­გი­ნა, რომ დ.თ.-ს და ზ. ბ.-ს შო­რის ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­იშ­ვა დავა, რის გა­მოც დ. თ.-მ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ზ. ბ.-ს. მან “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ – მი­ხე­ილ ჩა­ფი­ჩა­ძეს (მეტ­სა­ხე­ლად “მაჩ­ვი­ჩი“) მი­მარ­თა, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ზ. ბ.-მ, ლ. ბ.-მ, დ. გ.-მ და მათ­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა დ. თ.-ს სა­პა­სუ­ხოდ მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

მო­და­ვე მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის “ქურ­დუ­ლი კა­ნო­ნე­ბის“ თა­ნახ­მად მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ­მა “კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ – ჯე­ი­რან კინ­წუ­რაშ­ვილ­მა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში მო­ა­წყო “ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა” და მხა­რე­ე­ბის შე­რი­გე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დად­გინ­და, რომ “ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის ფაქ­ტზე ბრალ­წარ­დგე­ნი­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა თუ ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის “ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით“ გა­და­წყვე­ტის­თვის უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, აგ­რეთ­ვე, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ და მათ­გან მი­თი­თე­ბებს იღებ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. ასე­ვე ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის და “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს” საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე მე­სა­მე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით”, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იტვირთბა....