საუკუნის აფიორა საქართველოში – გაიცანით თაღლითი მაკლერები ნაქირავებ ბინებს თბილისში აგირავებდნენ, ხალხი ბინებიდან გამოყარეს. პოლიციის ფაილების მიხედვით, ანი სოფრომაძემ,სოფიკო ბარკალაიამ, ნინო ქიტიაშვილმა, ცისანა შერგელაშვილმა, ელენე მაისურაძემ და ეკა გურულმა „თაღლითი მაკლერების“ დაჯგუფები შექმნეს და უბინაოდ, ქუჩაში 50-მდე ადამიანი დატოვეს.
ეკა გურულმა ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო დანარჩენებს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 10 წლის გატარება მოუწევთ.
საქმეში დევს აღიარებითი ფარული ჩანაწერებიც, რომელიც დაზარალებულების ჩვენებებთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ერთ-ერთი ბრალდებული ხელს ნოტარიუსებსაც ადებს. ქალი ამტკიცებს, რომ „თაღლითი მაკლერების“ დაჯგუფებასთან კონკრეტული ნოტარიუსები თანხის სანაცვლოდ უკანონო გარიგებაში იმყოფებოდნენ და თითო ხელშეკრულებაში ისინი, ქრთამს 400 დოლარს იღებდნენ.

