aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ყველას პროკურორად ეცნობოდა და შოთაძესთან დაახლოებულ პირად ასაღებდა თავს” – პოლიციამ თაღლითობისთვის ქალი დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული თავს პროკურატურის თანამშრომლად ასაღებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს – ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით.

ასევე, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, ბრალდებული ყალბად სარგებლობდა პროკურორის სტატუსით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს ეცნობოდა როგორც საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებული პირი.

დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და მას ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ექვს ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ , – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....