ბოლო პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით მყარდება, თუმცა ეს არ აისახება პროდუქტების ფასებზე.
„მეტრონომი“ ამ საკითხზე ეკონომისტ ოთარ აბესაძეს ესაუბრა.
აბესაძის თქმით, უპირველესად, ლარი დოლართან მიმართებით მიზერულად მყარდება.
რეალურად კი აქ საქმე გაქვს იმასთან, რომ იმპორტიორებმა შემოიტანეს რეზერვები ძველ კურსში, რომელით იყო თვენახევარი, ორი თვის წინ. შესაბამისად, მათ ეკონომიკური ოპერირება მოუწევთ იმ კურსით, როლითაც შემოტანილი აქვთ პროდუქტები.
აბესაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტებზე თანხის შეუმცირებლობის მეორე მიზეზი არის ის, რომ როცა მათ გარკვეული დროის მერე კვლავ მოუწევთ პროდუქტების შემოტანა, არ აქვთ მყარი გარანტია ლარის კურსთან დაკავშირებით, არ იციან, რა კურსი იქნება ერთ ან ორ თვეში, ამიტომაც ცდილობენ დაიჭირონ მაქსიმალური თამასა, რათა არ დაეკარგოთ თანხა.
აქედან გამომდინარე, ოთარ აბესაძის პროგნოზით, ფასების კლება არ არის მოსალოდნელი, არამედ პირიქით, ის ფიქრობს, რომ მომდევნო კვარტალში პროდუქტზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება 5-10 % – მდე.
თავის მხრივ კი, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფლაციით, რომელიც საქართველოშია.