ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოსთვის მეორე უარის თქმა არ შეიძლება, რუსეთს არ უნდა გაუჩნდეს რაიმე განცდა, რომ აღარ ვართ მჭიდროდ დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის სტატუსთან მინიჭებასთან დაკავშირებით მეორე უარი არ უნდა ეთქვას, რადგან ამას ქართელი ხალხი ვერ გაიგებს.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე მეორე უარი იქნება სიგნალი რუსეთის ხელისუფლებისთვის.

„აღარ შეიძლება დღეს საქართველოსთვის მეორე უარის თქმა სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად. რადგან იზოლაციაში გადასროლა, არ შეიძლება. საქართველო არის რეგიონში, კავკასიაში, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭიროა სტაბილურობისთვის და არა მეორე ფრონტისთვის. ჩვენი სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი უარის თქმამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს შიდა სტაბილურობაზე. ამიტომაც ყველას ინტერესია, რომ შავი ზღვა, კავკასია, ჩვენ ვიყოთ იმ სივრცეში, რაც არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ჩვენმა ხალხმა აჩვენა, თუ საითკენ მიდის და სად არის ქვეყანა და ესეც უნდა იყოს აღიარებული. ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის. არ შეიძლება რუსეთს გაუჩინო რაიმე განცდა, რომ საქართველო აღარ არის მჭიდროდ დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

იტვირთბა....