დატოვებს თუ არა პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე, “ნაციონალურ მოძრაობას”, ჯერჯერობით უცნობია.
დეკანოიძე არ მალავს, რომ ამაზე ნაფიქრი აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააჟღერებს.
მისი თქმით, მერაბიშვილმა ამაში დიდი როლი ითამაშა და აცხადებს, რომ არ იზიარებს პარტიის საერთო პოზიციას და საპარლამენტო საქმიანობაში ვანოს ჩართულობას.
“ბოიკოტი არ არის ერთადერთი თემა, რა განსხვავებაც მე მაქვს პარტიის მენეჯმენტთან. რაზეც ჩემი უკმაყოფილება იციან პარტიაში და მე მისაუბრია ამ თემებზე, ეს იყო პირველ რიგში პოლიტ საბჭოს არჩევნები, რომელიც ვფიქრობ, რომ არ ჩატარდა გამჭვირვალედ, ეს იყო 9 აპრილის აქცია და ა.შ. მაქვს სხვადასხვა თემები, განსხვავებები და ალბათ ერთ-ერთი როლი ამაშიც ითამაშა ვანო მერაბიშვილის ძალიან აქტიურმა ჩართულობამ,” – ამბობს ხატია დეკანოიძე.

