ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი წელსაც ზურაბიშვილი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი წელსაც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იქნება – ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა დირექტორმა, რობ ბერშინსკიმ განაცხადა.

“ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ახლახან იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გამომხატველი ხმა და ის იქნება ამ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დემოკრატიის სამიტზე მოვიწვიეთ”, – თქვა რობ ბერშინსკიმ.

ცნობისთვის, დემოკრატიის სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი გასულ წელსაც სალომე ზურაბიშვილი იყო.

იტვირთბა....