aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძემ ახალი აპლიკაცია წარადგინა, რომლის საშუალებითაც, მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტს შორის კომუნიკაცია შედგება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა.

მისი თქმით, იქმნება ახალი აპლიკაცია „ფიქს თბილისი“ , რომლის საშუალებითაც, მოქალაქეები ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მარტივად დაუკავშირდებიან.

„ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ნებისმიერ მოქალაქეს. ეს იქნება აპლიკაცია, ტელეფონში ჩამოსატვირთი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო გავაადვილოთ. ამის მიზანი იქნება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება, ისე რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე რეკვა, ინფორმაცია იყოს სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....