ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდი მადლობა, რომ სწორი პოზიცია დაიკავეს – შალვა რამიშვილი “ქართულ ოცნებაზე”

ბოლო დღეებში რამდენიმე ჟურნალისტმა „პოსტივის“ ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

რამდენიმე დღეა, ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტები და facebook-ჩატ „სქრინები“ ვრცელდება.

„ქართულმა ოცნებამ“ შალვა რამიშვილს სოლიდარობა გამოუცხადა, რის გამოც ჟურნალისტმა მმართველ პარტიას მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, რომ სწორი პოზიცია და მართალი პოზიცია დაიკავეს და მხარი დამიჭირეს ამ აბსურდში ადამიანებმა, რომლებსაც ზოგს პირადად ვიცნობ და ზოგს არა“, – განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ ეს კამპანია „პოსტივის“ რეიტინგის გამო აგორდა და ამის უკან „NGO სექტორი და ნაცმიდრეკილი ადამიანები“ დგანან.

იტვირთბა....