aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დაანონსა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევა, 1000-ზე მეტი თანამშრომლის უმუშევარი რჩება” – მედიკოსები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე დღის წინ მინისტრმა ზურაბ ზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპულიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევა და ახლიდან აშენება იგეგმება.

როგორც „მეტრონომს“ ჯანდაცვის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ არაფერი იციან და ფლობენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ექიმები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:

„მოგმართავთ აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლების ღია წერილით.
როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ ხანს გამოცხადდა კლინიკის რეაბილიტაციის აუცილებლობის შესახებ. ვინაიდან „რესპუბლიკური საავადმყოფო“ წარმოადგენს სახელმწიფო კლინიკებს შორის უდიდეს მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ყოველთვის იდგა ჯანდაცვის სისტემის სათავეში. გვინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ „ფორს – მაჟორულ“ რეჟიმში გაატარა 20000 პაციენტი.
კლინიკა, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ რაიონში, არის ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და არ გააჩნია სხვა ალტერნატივა.
დღეს კლინიკა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დაანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ეს იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ. რათქმაუნდა არქიტექტურული და ტექნიკური გათვლებით, რაც თანხვედრაში იყო ჩვენს მრავალწლიან მოლოდინთან. რესპუბლიკურის ნგრევის დაანონსებას დროში საეჭვოდ დაემთხვა კლინიკის თანამშრომლების ბინძური დისკრედიტაციის მცდელობა მასმედიის საშუალებების მიერ. ამასთან ერთად მიმდინარეობს კლინიკის სრულყოფილად ფუნქციონირებაში მიზანმიმართული ხელისშემშლელი პროცესები. კერძოდ: კლინიკის სერვისების მიზანმიმართული გაუქმება. უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიის და პედიატრიული განყოფილებები. ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციაზეც.
ბუნებრივია, ყოველივე ზემოთაღნიშნული იწვევს კლინიკის თანამშრომლების მღელვარებას. ამას თან ერთვის ის, რომ კლინიკის 1000 – ზე მეტი თანამშრომლის უმუშევარი რჩება.
კლინიკური მედიცინის ალმა-მატერის, რომელიც იყო და არის სამედიცინო კადრების აღზრდის საფუძველი. მასში დღესაც არაერთი ახალგაზრდა გადის სწავლებას. ამასთან, კლინიკა არის ყველა სამედიცინო ნოვაციის სათავეში. მარტო ის რად ღირს, რომ პირველი „ემერჯენსის“ სერვისი ამ კლინიკაში შეიქმნა და დღეს ქვეყანაში ამ სერვისში მოღვაწე ყველა ხელმძღვანელი რესპუბლიკურში აღიზარდა.
მოგმართავთ თხოვნით, გაეცნოთ ამ რთულ ვითარებას და მოგვაწოდოთ ინფორმაცია ჩვენთვის პასუხგაუცემელ კითხვებზე.
ამასთანვე, გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინოცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა.
პატივისცემით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....