aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სი ძინპინმა პუტინი ჩინეთში დაპატიჟა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსული მედიის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი და მიხაილ მიშუსტინი ჩინეთში დაპატიჟა.

ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინი საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

“გუშინ, მე დავპატიჟე პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში წელს, მისთვის ხელსაყრელ დროს, რადგან წელს ჩინეთი რიგით მესამე საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს- “ერთი სარტყელი, ერთი გზა”. პრეზიდენტმა პუტინმა წინა ორ ფორუმში მონაწილეობა მიიღო”, – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა მიშუსტინთან შეხვედრისას.

შეხვედრისას სი ძინპინმა მიშუსტინსაც მიმართა და უთხრა, რომ ისიც აუცილებლად უნდა ჩავიდეს ჩინეთში რაც შეიძლება ჩქარა, რათა მან მჭიდრო კავშირები დაამყაროს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ახალ პრემიერთან, ლი ციანთან.

რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინი ჩინეთის პრეზიდენტის ამ შეთავაზებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 21 მარტს ჩავიდა. მის ვიზიტს გამოეხმაურნენ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნებიც, რომლებმაც ჩინეთს მოუწოდეს, გამოიყენოს საკუთარი გავლენა რუსეთზე, რათა შეწყდეს ომი.

იტვირთბა....