aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მინიმალური სასჯელია“ – კობახიძე კეზერაშვილის 5 მილიონით დაჯარიმებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მინიმალური სასჯელია“ – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის 5 მილიონი ევროთი დაჯარიმებას.

“ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, რით აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ უკვე კერძო სტრუქტურიდან ძარცვავდა ის ბიზნესს საქართველოში, მეორე მას ფული აქვს ნაშოვნი ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე და მესამე, დღეს ის უკვე ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და მას ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა აქვს. რა თქმა უნდა, მისი ფული არის სისხლიანი ფული, ეს არის რეკეტით, ძარცვით ნაშოვნი ფული და როცა მას უწევს 5 მილიონი ევროს დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს მინიმალური სასჯელია, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რომელიც მას თავის დროზე აქვს ჩადენილი.

რა თქმა უნდა, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შექმნის თავის ტელევიზიას. ეს კაცი დღეს მოქმედებს სისხლიანი ნაძარცვი ფულით და ამას სჭირდება სათანადო პასუხი, პირველ რიგში ქართული საზოგადოებისგან.”ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით კეზერაშვილის საქმეზე და სააპელაციოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....