aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელისუფლებას ტელეკომპანია “ფორმულას” გაჩუმება უნდა – არხის გენერალური დირექტორი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბერიძე ეხმაურება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დავით კეზერაშვილი დამნშავედ ცნო და 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა.

ხელისუფლებას კრიტიკული ხმის ჩახშობა უნდა – ასე აფასებს ის სიტუაციას.

ზურაბ გუმბერიძე დარწმუნებულია, რომ დავის მიზანი სწორედ “ფორმულას” გაჩუმება წარმოადგენდა. ამის მიუხედავდა არხის გენდირექტორი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და ამბობს, რომ საჩივრით სტრასბურგის ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.

მათი განზრახვა არის აბსოლუტურად ნათელი. ხელისუფლებას აქვს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიღებული, რომ ტელეკომპანია “ფორმულა” გააჩუმოს, თუმცა გავასაჩივრებთ ამ განაჩენს აუცილებლად უზენაეს სასამართლოში, თუმცა მოლოდინი იმის, რომ უზენაეს სასამართლოშ რამე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ გავქვს. ამის მიუხედავად, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ. ასევე, აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს იმისთის, რომ მათ შეაჩერონ ამ გადაწყვეტილების აღსრულება. ეს დავა არ იქნებოდა წამოწყებული სხვა შემთხვევაში, რომ არა ტელევიზიის გაჩუმების მცდელობა.

იტვირთბა....