aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახ. დეპის ანგარიში ეყრდნობა მიკერძოებულ დასკვნებს – ირაკლი ღარიბაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეაფასა.

მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში ეყრდნობა მიკერძოებულ, ცრუ ინფორმაციებს.

„მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს რაც გამოკვეთილია, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ძირითადად ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, რომლებიც მიწოდებული იყო არაობიექტური, მიკერძოებული, სუბიექტური და უსამართლო დასკვნებზე, რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, ცალკეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილ დასკვნებს და ანგარიშს. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც როცა მაგალითად ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, მკვლელობა, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომლებიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2022 წლის ანგარიშში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეა საუბარი.

57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სრულად საქართველოს ეძღვნება, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე დაყრდნობით წერია, რომ “ომბუდსმენმა ხელისუფლებას, წლის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ”.

როგორც სახდეპი წერს, 11 მარტს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ასევე ზუსტი დიაგნოზისა და სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობა, შეიძლება გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას“.

“4 მაისს, მან [ომბუდსმენმა] განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა ითვლება საგრძნობლად გაუარესებულად და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულ უზრუნველყოფას“. 6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა კვლავ გასინჯა სააკაშვილი, შეაფასა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც ბოლოს აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე გაასაჯაროვა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ქვეყანაში არსებული ყველა მკურნალობა გაიარა, მისი მდგომარეობა “სწრაფად უარესდებოდა”, – წერს სახდეპი.

სახდეპი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებამდე დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

იტვირთბა....