aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეშველა, მგონი, ივანიშვილს” – რომან გოცირიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შვეიცარიული საბანკო გიგანტის, UBS – ის მიერ გაკოტრებული ბანკი Credit Suisse – ის შესყიდვას გამოეხმაურა.

როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse რამდენიმე ასეულ მილიონს ედავება და გოცირიძეც ამ კონტექსტში საუბრობს ზემოაღნიშნულ ბანკზე.

„ეშველა მგონი ივანიშვილს. შვეიცარიულმა საბანკო გიგანტმა UBS-მა იყიდა გაკოტრებული ბანკი Credit Suisse-ი. ეს ბანკი ალბათ შეძლებს მისი ვალების გასტუმრებას და ივანიშვილი შეწყვეტს აბსურდული განცხადებების გაკეთებას იმის შესახებ, რომ ბანკი თურმე ფულს პოლიტიკური მიზეზებით არ აძლევდა. პოლიტიკური მიზეზები კი, “ქართული ოცნების” განმარტებით, მდგომარეობს ივანიშვილის მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთთან ომის დაწყებაზე უაროს თქმაში.

ბანკი ფულს იმიტომ კი არ აძლევდა, რომ ამერიკელების დავალებას ასრულებდა და ივანიშვილს აძალებდა ომის დაწყებას, არამედ გაკოტრების პირას იყო, ფული არ ჰქონდა და სასამართლო პროცედურებით აჯანჯლებდა საქმეს.

რამდენად უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა და რამდენად ბრიყვებად უნდა მიგაჩნდეს მისი მოქალაქეები, რომ ასეთი აბსურდული სიცრუე მოახვიო თავს~ , – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....