aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გილოცავთ, კარგად ვაცნობიერებთ თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას – ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. მისი თქმით, “ქართული ოცნება” კარგად აცნობიერებს ამ პროფესიის “უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას”.

გავრცელებულ განცხადებაში ღარიბაშვილი წერს, რომ “ოცნების” მიერ გატარებული რეფორმებით, არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი”.

“ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს.

საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში.

ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია “ქართული ოცნების” მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში”, – ნაქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ “ქართული ოცნება” აპირებდა მიეღო “რუსული კანონი”, რომელიც მედიების წარმომადგენლებსაც ეხებოდა და მათ შემოსავლების 20 პროცენტზე მეტის უცხოეთიდან მიღების შემთხვევაში “აგენტად” აცხადებდა.

გარდა ამისა, ამავე ხელისუფლების პირობებში, 2021 წლის 5 ივლისს პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობამდე რამდენიმე წუთით ადრე განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც არა მოძალადეებს, არამედ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მიმართა და ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა.

საბოლოო ჯამში, 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ 53 ჟურნალისტს, მათგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა; მათ დაარბიეს “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისები. საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.

იტვირთბა....