aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიუღებელია, თანამდებობა მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას არ ანიჭებს” – პრეზიდენტი პაპუაშვილის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.

შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.
ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე.”

ცნობისთვის, პაპუაშვილი სტუდენტებს ისევ დაესხა თავს და მათ “პოლიტიკურად ანგაჟირებული, 1000-ლარიანი ახალგაზრდები” უწოდა.

იტვირთბა....