ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეპრესიების შემდეგ ხელოვნებას ცენზურა დაუწესდა” – ჟურნალი “კინ-O” 4 თვეა არ იბეჭდება

ჟურნალ „კინ-O“ – ს რედაქტორის, თეო ხატიაშვილის განცხადებით, ოთხი თვეა, რაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი „კინ-O“ – ს აღარ ბეჭდავს.

მისი თქმით, ჟურნალი 2022 წლის ბოლოს უნდა გამოცემულიყო.

ხატიაშვილს მიაჩნია, რომ ეს ცენზურაა, კინოცენტრი კი მას პასუხობს, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის.

„ჩემთვის ეს არის ცენზურის გამოვლინება. ამ ნომრის თემა გახლდათ პოლიტიკა და ხელოვნება. ხელისუფლებისთვის ბალანსის საკითხიც არაა საკმაირი, სადაც ნახსენებია “ოცნება”, მათ შორის თეა წულუკიანის დანიშვნის შემდგომ კულტურის სფეროში განვითარებული ტერორისტული აქტები, ცხადია ეს მიუღებელი იქნებოდა მათთვის. როდესაც სტატიები ჩამაბარეს ავტორებმა, მაშინვე მივხვდი, რომ გარკვეული წინააღმდეგობის წინაშე იდგა ჟურნალი”, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

იტვირთბა....