aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ღირსება – კახა კალაძე

ჩვენ რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება. რომ გვეუბნებიან ევროპა, ჩემზე უკეთესად არ მგონია ვინმემ იცოდეს რა არის ევროპა, ევროპული ღირებულებები, ჩემი საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ევროპაში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ვიცით რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. მაგრამ როდესაც შენ გეუბნებიან, სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 პუნქტიანი გეგმა, კიბატონო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავიდან არ ვეთანხმებოდე იმას, რომ არ მომეცი სტატუსი, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა მართლა იმსახურებდა სტატუსის მიღებას, კიბატონო, საჭიროა ეს 12 გეგმა, მოვდივარ, მოგყვები, ვაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ გამოდის ვიღაც კონკრეტული ევროპარლამენტარები და ამ ყველაფერს, სტატუსს, საპირწონედ იყენებს კრიმინალის განთავისუფლებას, ეს ახლა ნორმალურია?!
aviabiletebi
ავიაბილეთები

– განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

იტვირთბა....