ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა ცივილიზაციის მოტანა შეუძლია ევროპულ განვითარებას, მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია – კალაძე

“ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა ცივილიზაციის მოტანა შეუძლია ევროპულ განვითარებას, მაგრამ, მეგობრებო, როცა გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია”, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.

“არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვთ გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანებს, ე.წ. მეგობრებს, რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება მათთვის არ არის მისაღები ერთი მიზეზის გამო – გეტყვიან, ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე. ჩვენ ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არ ვაკადრებთ მოსახლეობას, ქვეყანას, ტრადიციებს, კულტურას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ხალხს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში, გავიზარდე, მაქვს ულამაზესი სამშობლო.

მთელი ჩემი წარსული ცხოვრება დაკავშირებულია ევროპასთან, მთელი ჩემი წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან. ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა ცივილიზაციის მოტანა შეუძლია ევროპულ განვითარებას, მაგრამ, მეგობრებო, როცა გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ, უნდა ვიაროთ ევროპაშიც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია”, – განაცხადა კალაძემ “იმედის” ეთერში.

იტვირთბა....