გადაწყვეტილება მიღებულია – უკრაინამ და ევროკავშირმა უვიზო სატრანსპორტო რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერმა და რეკონსტრუქციის საკითხებში, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
“ერთი წლის განმავლობაში შეთანხმებამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. მოქმედების პერიოდში 50%-ზე მეტით გაიზარდა ორმხრივი და ტრანზიტული საგზაო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა” – განაცხადა კუბაროვმა.