ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

TV პირველის ჟურნალისტისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სოფელ ბახვში “TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სსკ154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, ბახვში ალტ-ინფოს გურიის ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ანდღულაძემ გოგელიას დაუმტვრია ტელეფონი და აპარატურაც.

იტვირთბა....