ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყვარელში კაცმა ბიძაშვილი დაჭრა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა.

დაჭრილს, 49 წლის ელიზბარ გიგილოშვილს, ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა ნათესავს იარაღი დამიზნებით, 2-ჯერ ფანჯრიდან ესროლა. მათივე თქმით, მიზეზი გაურკვეველია, რადგან ახლობლებს კონფლიქტი წარსულში არ ჰქონიათ. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრილი კახეთის რეგიონში იუსტიციის სახლების ტექნიკური მიმართულების სამსახურის თანამშრომელია. ბრალდებული პოლიციამ დააკავა.

იტვირთბა....