ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყალი 8 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,14 მარტს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჩუღურეთის რაიონში, პ. სააკაძის ქუჩის N 63 თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14 მარტს 23:00 საათიდან 15 მარტის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში:

მნათობის, ჩეჩელაშვილი, პ.ბაგრატიონის, პ.სააკაძის, გუმათის, 1 ბოდავი, 2 ბოდავის, ახუთის, და 2 ასპინძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....