aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცოცხალი ჯაჭვი გაზპრომის წინააღმდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„6 მარტს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს სიმბოლურ ჯაჭვს, რითაც საქართველოს მთავრობის “გაზპრომთან” მოლაპარაკებას აპროტესტებს და სადაც აშკარაა ნაციონალური ინტერესების დათმობა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განაცხადა.

„მინდა ვუთხრა მთავრობას და კალაძეს, მათ აქვთ დრო ცხადი განცხადებები გააკეთონ როგორია ჩვენი პოზიცია “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დროს. არანაირი დაიმედება ნათელ მომავალზე არაა სანდო, საზოგადოება არ ენდობა ამ დაპირებებს. ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვექნება აქცია და ქართული საზოგადოება მთავრობის პოლიტიკას ამ მიმართულებით გააპროტესტებს. ჩვენთვის აქციები თვითღირებულებას არ წარმოადგენს, მნიშვნელოვანია შედეგი, ამიტომ მათ აქვთ დრო თავიანთი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირონ”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

იტვირთბა....