“საქართველოში ევროკავშირის დროშა არ დაიწვება და არ დაიხევა, სანამ ხალხი რომელსაც ის უჭირავს, ასახავს ისტორიას და იცავს კონსტიტუციას” – ასე გამოეხმაურა პრო-რუსული “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებულ აქციას ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
“საქართველოში ევროკავშირის დროშა არ დაიწვება და არ დაიხევა, სანამ ხალხი რომელსაც ის უჭირავს, ასახავს ისტორიას და იცავს კონსტიტუციას.
რაც არ უნდა საპირისპირო მიმართულებით გვექაჩებოდეს რუსული მთავრობა და მწვანე შუქს უნთებდეს ბნელ ძალებს, ხოლო ისტორიული სამართლიანობისა და ქართულ-ევროპული იდენტობის დამცველებს უწოდებდეს აგენტებს.
სანამ ვართ ერთიანები და ვართ სიმართლის მხარეს, სანამ გვაქვს ძალა, რომ ერთობით ვიცუროთ რუსული დინების საპირისპიროდ და თავად ვიქცეთ ძლიერ ევროპულ დინებად, აუცილებლად ვივლით წინ, ღირსებით ევროპისკენ, უბრალოდ ამ მთავრობის ადგილი არც ღირსეულთა შორისაა და არც ევროპისკენ მიმავალთა შორის!”