პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ბათუმის ბულვარში განთავსებულ იმ ბატუტზე, რომელსაც წუხელ ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქემთა სამინისტრო ავრცელებს.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო”, – წერია განცხადებაში.
9 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს, ბათუმის ბულვარში დაშავდა, გარდაიცვალა. მძიმეა მისი 3 წლის ძმის მდგომარეობაც. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული. ძმები წუხელ დაშავდნენ – ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: რადიოთავისუფლება