ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლარსზე რუსეთში მიმავალი მანქანების რაოდენობა გაორმაგდა – რუსული მედია

საქართველოდან რუსეთში ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასული ავტომობილების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაორმაგდა და 1 700-ს გადააჭარბა.

ინფორმაციას რუსული გამოცემები ჩრდილო კავკასიის საბაჟო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი ცნობით, 10 მარტის 06:00 საათის მონაცემებით რუსეთში საქართველოდან გასვლისას 1 788 მსუბუქი ავტომობილი დარეგისტრირდა, რუსეთიდან კი 824 ავტომობილი.

ამასთან, ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებიდან რიგები არ არის.

ჩრდილო ოსეთის კავკასიის საბაჟო სამმართველოს 9 მარტის 6:00 საათის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 993 ავტომობილი გავიდა, 969 კი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ საქართველოს სამხედრო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრობა 9 მარტს აღდგა.

გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე უამინდობის გამო 5 მარტიდან მოქმედებდა.

წყარო: bmg

იტვირთბა....