ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სტუდენტების ბოიკოტი ირაკლი კობახიძის და გიორგი კახიანის ლექციებს – ფაკულტეტის დეკანმა ლექტორები გაიწვია

ნიკოლოზ სამხარაძის შემდეგ, ირაკლი კობახიძე – სტუდენტებმა “ქართული ოცნების” თავმჯომარეს ბოიკოტი გამოუცხადეს. თსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციებს არც კობახიძე და არც “ოცნების” წევრი გიორგი კახიანი აღარ ჩაუტარებს.

სტუდენტების მოთხოვნით, ფაკულტეტის დეკანმა ისინი გაიწვია.

დღეს მოპოვებული გამარჯვება იზეიმეს პროტესტის ავანგარდში მყოფმა სტუდენტებმაც. ახალგაზრდები რუსული კანონის გაუქმების მომენტში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე მსველობას მართავდნენ.

“დღეს ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხის ერთად დგომას აქვს შედეგი და თუ ისინი იქნებიან ისე გაერთიანებულები, როგორები ამ დღეების განმავლობაშ იყვნენ, შედეგი აუცილებლად დაიდება”, – ამბობენ სტუდენტები.

იტვირთბა....