ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ კანონპროქტისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.
შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე წუთის წინ პარლამენტმა რუსული კანონპროექტი ჩააგდო.
დღეს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანეს და კენჭი უყარეს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა დეპუტატმა კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი – დიმიტრი სამხარაძე.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.