ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს არის მეორე 9 აპრილი, მოვუწოდებ საპატრიარქოს, მაშინ რომ ხმა არ ამოიღო, ახლა ამოიღოს ხმა” – სასულიერო პირების მიმართვა აქციიდან

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო პირებთან ერთად, მამაოებიც იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ არსად წასვლას აპირებენ და სხვა მოქალაქეებსაც გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა საპატრიარქოსაც მიმართა და მოუწოდა, ახლა მაინც ამოიღოს ხმა:

“ვინც ხართ ქართველი, გამოდით და დადექით აქ… ჩათვალეთ, რომ დღეს არის მეორე 9 აპრილი და მოვუწოდებ საპატრიარქოს, მაშინ რომ ხმა არ ამოიღო, ახლა ამოიღოს, კეთილი ინებოს და მოუწოდოს ხალხს, გარეთ გამოვიდეს და სიმართლე თქვას” – განაცხადა აქციაზე მყოფმა სასულიერო პირმა.

იტვირთბა....