ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფისი განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.
“საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ეს ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით ქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებისთვის შემაკავებელი ეფექტის რისკს ნეგატიური შედეგებით მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან.
ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენი ურთიერთობებისთვის.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ და ახსენებს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას,” – აღნიშნულია განცხადებაში.