ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს თქვენ ქართული ოცნება გიყენებთ” – დავით ქაცარავა პოლიციელებს

[su_quote]პოლიციელებო!!!
ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებო!!!
ბევრს ვიცნობ თქვენგანს, როგორც ღირსეულ კაცებს, ამ ქვეყნის ღირსეულ შვილებს!
დღეს თქვენ ქართული ოცნება გიყენებთ, რუსეთის ინტერესების დასაცავად, გხმარობთ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თქვენ დღეს რუსული სადამსჯელო რაზმის ფუნქცია შეგითავსეს!
ბევრ თქვენგანს უბრძოლია რუსების წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ბევრი თქვენგანი საკუთარ ქვეყანაშია დევნილი!
დაფიქრდით და გააკეთეთ სწორი, ღირსეული არჩევანი!
დადექით ხალხის გვერდით, დადექით ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის გვერდით!
არ ემსახუროთ რუსეთს, არ ემსახუროთ რუსულ ოცნებას!
ხვალ,ზეგ, მაზეგ, ჩვენ კიდევ მეტი გავხდებით, ჩვენ აღარ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ რუსების სრულ დამარცხებამდე!
მოდით, ერთად ვებრძოლოთ ჩვენს დაუძინებელ მტერს, რომელიც დღეს ქართული ოცნების სახით მოკალათდა პარლამენტში და უკვე მერამდენედ ხელი აწია საკუთარ ხალხზე!
გავერთიანდეთ და ერთად გავიმარჯვოთ!
ძალა ერთობაშია 💪
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!![/su_quote]

წერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა.

იტვირთბა....