ამ წუთებში წყლის ჭავლის გამოყენება რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად ხდება. მისი გამოყენება მოქალაქეების მიმართულებით დამიზნებით ხორციელდება. ადგილზე შეკრებილი მომიტინგეები კი დაშლას არ აპირებენ.
მანამდე ცრემლსადენი გაზი დიდი რაოდენობით იქნა გამოყენებული. პროტესტის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.