ამ წუთებში პარლამენტის ტერიტორიიდან დაშავებული პირები გამოჰყავთ. მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენიმე წუთის წინ ცრემლსადენი გაზი კიდევ გაუშვეს. აქციის მონაწილეებთან ერთად, დაშავდნენ ჟურნალისტებიც, რომლებსაც პირდაპირ ეთერში საუბარიც უჭირთ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიას კი სპეცრაზმის წარმომადგენლები ემატებიან.
იტვირთბა....