ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება” “რუსული კანონის” განხილვას, ხუთშაბათის ნაცვლად, დაჩქარებული წესით ახლა იწყებს

“ქართული ოცნების” დეპუტატებმა ხალხი ისევ მოატყუეს და ხუთშაბათის ნაცვლად, “რუსული კანონის” განხილვას ამ წუთებში იწყებს.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს გავიდოდა.

“ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კანონპროექტზე, რომელზეც ასეთი სპეკულაციური ვნებათაღელვა შექმნეს ქვეყანაში, გამოგვეტანა ხუთშაბათს და გამოვიტანოთ ხუთშაბათს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ხუთშაბათსაც იგივე იყოს და ე.წ. ფილიბასტერით ე.წ. ტრიუკები მოაწყონ, ამიტომ გთავაზობთ ასეთ რაღაცას, თან ჩემთვის უცნაურად, თავდაცვის კოდექსში, როგორც ამ კომიტეტის წარმომადგენლები მეუბნებიან, ბიუროსაც გადაუწყვეტია, ვერ მოესწრო, ბიუროსაც გადაუწყვეტია არ განვიხილოთ თავდაცვის კოდექსი, დღევანდელი დღე გვქონდა ამისთვის დათმობილი, გთავაზობთ, განხილვა აგენტების ამერიკული კანონის, და გავაგრძელოთ ხუთშაბათს”, – თქვა მდინარაძემ.

ფაქტს ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა. პარალელურად, სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებამ ხალხში პროტესტი გამოიწვია და ამ წუთებში მომიტინგეები “რუსული კანონპროექტის” განხილვის გასაპროტესტებლად პარლამენტთან იკრიბებიან.

იტვირთბა....