ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის” – საფეხბურთო კლუბ “გაგრას” საგანგებო მიმართვა

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” რუსულ კანონთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

“შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს.
რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი.
რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.
რადგან მხოლოდ ევროპაა გზა – ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ.
რადგან თავად საქართველოა ევროპა.

#AbkhaziaIsGeorgia #RussiaIsAnOccupier 🇬🇪”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....