ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პუტინის თუთიყუშები არიან, დედა უნდა ვუტიროთ. როგორ? განახებთ”- ხაბეიშვილი

პარლამენტში სიტუაცია დაიძაბა – ოპოზიციის წარმომადგენელი,  დეპუტატები  მანდატურებმა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

“შეშლილი პუტინისტები არიან, პუტინის თუთიყუშები. ანრი ოხანაშვილის საუბარსა და პუტინის საუბარს შორის განსხვავება არ არის.

პარლამენტის რუსეთუმე წევრები მზად არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. გამოგვიყვანა 12-მა კაცმა სხდომიდან.

ამათ შეხედეთ, ახლა იცავენ პუტინს, რუსულ კანონს. დარწმუნებული ვარ ამ დაცვის თანამშრომლებს რუსეთის წინააღმდეგ აქვთ ნაომარი, მაგრამ ახლა კობახიძეს და ოხანაშვილს იცავენ. ამათ დედა უნდა ვუტიროთ. როგორ? ამას განახებთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან.

იტვირთბა....