ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხმაური პარლამენტში – ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – ერთმანეთს “ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

მანდატურებმა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის დარბაზიდან გაიყვანეს.

დარბაზი დაატოვებინეს, ასევე, სალომე სამადაშვილს და ანა წითლიძეს.

გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.

იტვირთბა....