ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსამშობლო კაცი ხარ – ოხანაშვილი ვაშაძეს

“უსამშობლო კაცი ხარ” – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს.

გიორგი ვაშაძე კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდა.

ანრი ოხანაშვილის შემდეგ ვაშაძეს უსამშობლო “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმაც უწოდა.

“საკუთარ სამხედროებს რომ აბრალებ დანაშაულს, უსამშობლო ხარ, ეგრეა, დიახ. და ახლა არ გინდა მოისმინო ეს”, უთხრა მაჭარაშვილმა ვაშაძე.

მანამდე ამ შინაარსის ბანერები თბილისის რამდენიმე უბანში გამოჩნდა: “ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები”, “უსამშობლო მოღალატეები” – პლაკატებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამ წუთებში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ.

რუსული კანონპროექტის ინიციატორი “ხალხის ძალაა”. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.

“ქართული ოცნება” აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს

იტვირთბა....