ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ მოითხოვა ბადრი ესებუამ ადვოკატის აცილება – ლევან კობაიძე მიზეზებზე საუბრობს

ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ წაიკითხა ბადრი ესებუას განცხადება, სადაც ის უარს ამბობს, მისი ინტერესები კობაიძემ დაიცვას.

ადვოკატი აცხადებს, რომ ესებუას უარის ათქმევინეს:

„როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე.

რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს. ” თქვა კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, ის ამ საკითხზე ესებუას ციხეში მოინახულებს და გაესაუბრება.

იტვირთბა....