ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოსთან კეთილმეგობრული ურთიერთობისთვის ბევრი გავიღეთ – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა ფინალურ ეტაპზეა, თუმცა როდის გაგზავნიან დიპლომატს საქართველოში, პოლიტიკური საკითხია.

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუფუჭებია და ურთიერთობის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა გაიღო.

უკრაინას თითი არ გაუნძრევია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაფუჭებულიყო. პირიქით, ჩვენ დიდი ინვესტირება ჩავდეთ ამ უთიერთობის შესანარჩუნებლად, – თქვა კულებამ.

იტვირთბა....