ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს დავადებ” – სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონპროექტზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზეგანცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ის არ შევა აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში და მას ვეტოს დაადებს.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი, ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი” , – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....